სოფელ ხიდისთავში 502 მეტრიანი გზა რეაბილიტირდება
საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გზის 502 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნული გზის მონაკვეთი სოფლის სასაფლაომდე მისასვლელია. პროექტის ჯამური ღირებულება 304 345 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით სავალი ნაწილის ასფალტირება განხორციელდება, მოეწყობა გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ამ ეტაპზე სამუშაოების შესყიდვის მიმდინარეობს ტენდერი. აღნიშნული გზის მონაკვეთი, სადაც არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი, ე.წ. ჩინეთის უბანში მდებარეობს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.