კასპში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპში სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენობაში შეიცვლება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის გაყვანილობები, მოეწყობა სველი წერტილები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჭერი, იატაკი, კიბეები, ცენტრალური გათბობა. შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირთათვის (პანდუსი, სველი წერტილები).
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 555 291 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესრულებული სამუშაოების გარანტია კი 3 წელი.
კასპში სამუსიკო სკოლა 1961 წელს გაიხსნა, შენობას ათეული წლებია კაპიტალური შეკეთების სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლაში დღეს 335 მოსწავლე სწავლობს მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება”,- განაცხადეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.