წითელი ხიდის გზაზე სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონული კვირას” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთოს მძღოლმა დროულად შეძლო ავტომობილიდან გადმოსვლა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-საშველო ძალების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.