ქუთაისის მოსახლეობა 24-საათიან წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის

ქუთაისში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შესრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
ქუთაისის წყლის ინფრასტუქტურის მშენებლობისთვის კომპანიამ, დონორი ორგანიზაცირის მხარდაჭერით დაახლოებით 92 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. უახლოეს პერიოდში ახალ ქსელზე ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე,  სამი სატუმბი სადგური მოეწყო. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები “აზიის განვითარების ბანკმა” დააფინანსა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები