ზესტაფონში ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ზესტაფონის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის, ძიუდოში ჩატარდა. ტურნირში საქართველოს მასშტაბით 260 ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას.
ჩემპიონატს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატში ზესტაფონის სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებმაც ორი საპრიზო ადგილის დაკავება შეძლეს. პირველი ადგილი შალვა გურეშიძემ, ხოლო მეორე ადგილი, უჩა ტაბატაძემ დაიკავა.
მიმდინარე ჩემპიონატზე გამარჯვებული მონაწილეებით, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომლებიც ანტალიაში ევროპის თასის გათამაშებაში იასპარეზებენ.
ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში წელს პირველად ჩატარდა.