ბათუმში უხვი ნალექისგან ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია
მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში შესაბამისმა სამსახურებმა თოვლის საფარისგან გზები გაწმინდეს. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დათოვლილი ხე-მცენარეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები.
გაიწმინდა სანაგვე ურნებთან მისასვლელი ტერიტორიები და ავტობუსის გაჩერებებიც. დაიწყო ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. ამ ეტაპზე შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია. საჭიროების შემთხვევაში გზის გასაწმენდად მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა.