ევროკავშირის ანგარიში: 2019 წელს ქვეყანა ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა
2019 წელს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას, რის შედეგადაც 2019 წლის პირველ 10 თვეში მშპ-ს ზრდამ 5%-ზე მეტი შეადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ საერთაშორისო რეიტინგებში, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში პოზიციები გაიუმჯობესა.
ანგარიში ხაზს უსვამს მსოფლიო ბანკის რეიტინგს, რომლის თანახმად საქართველომ „ბიზნესის კეთების სიმარტივის” კუთხით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
ამასთან, ანგარიში საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში რეფორმების კუთხით დადებითად აფასებს.