გორში 52 წლის ქალი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 52 წლის ქალბატონი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გ არდაიცვალა. როგორც „ რეგიონულ კვირას“ ადგილობრივმა განუცხადა, გარდაცვლილი ქალბატონი მეუღლემ აბაზანაში აღმოაჩინა. ქალბატონი გადაყვანილი იქნა სამედიცინო კლინიკა „ გორმედში „. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებით, ქალბატონი კლინიკაში უკვა გარდაცვლილი შეიყვანეს .
ამ დროისთვის, ცხედარი გორის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
შსს-მ საქმის გამოძიება სსკ 240 პრიმა მუხლის მე2 ნაწილით დაიწყო.