ადგილობრივი ხელისუფლება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს ხვდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების წაღვი, კლდისწყარო, წეღვერი, ქვემო და ზემო ბროლოსანი, ტიტვინისწყაროსა და ჩორჩანაში არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.
სოფელ წაღვლში მოსახლეობამ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვნად, კლდისწყაროში ადგილობრივებმა შიდა გზების მოხრეშვა და სკვერის მოწყობა ითხოვეს, წეღვერში- გარე განათების მოწყობა და წყლის სისტემის მოწესრიგება დაასახელეს პრიორიტეტად, ქვემო ბროლოსანში- გზის მოწესრიგება, ზემო ბროლოსანსა და ტიტვინისწყაროში- გზების მოხრეშვა, ატრაქციონებისა და მოსაცდელის მოწყობა. სოფელ ჩორჩანის მცხოვრებლებმა კი ატრაქციონების დამონტაჟებას დაუჭირეს მხარი.
შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.