ახალგორში ქართული სკოლებიდან დირექტორები გაათავისუფლეს
ოკუპირებულ ახალგორში ქართული სკოლებიდან დირექტორები გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას ახალგორში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი – თამარა მეარაყიშვილი ავრცელებს.
,,დღეს ორი ქართული საშუალო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საფუძველს ახლა არ შევეხები. ამ ამბავზე ფიქრში დავითვალე მასწავლებლები, რომელთა ნაწილმა სინაგურის გავლით, ნაწილმა პენსიონერებისთვის გახსნილი გზით ისარგებლა, წავიდა წეროვანში და თბილისში. სამწუხაროდ წელს, სასწავლო წლის ბოლომდე დაბრუნებას არ აპირებენ. მერე- შევხედავთ, ასე ამბობენ.
თვალშისაცემია მოსახლეობის სიმცირე…
12 ბინიანი კორპუსი თავისუფლების მოედანზე. მხოლოდ ერთ ბინაში ცხოვრობენ”,- ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტის განცხადებაში.