ბაღდათში ტრაგიკულად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

 ბაღდათში ტრაგიკულად გარდაცვლილ ოთხ მცირეწლოვანს, მათ ფეხმძიმე დედას და მათთან ერთად მყოფ ქალბატონს დღეს დაკრძალავენ. ცხედრები ამჟამად ბაღდათის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დაკრძალვის ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი დაფარავს.
შეგახსენებთ. რომ 3 თებერვალს ბაღდათში წერეთლის ქუჩაძე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები