საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მოიტაცეს

იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მეათეკლასელი გოგონა იმ დროს მოიტაცეს,როცა სკოლაში მიდიოდა.
შემთხვევა გუშინ დილის საათებში მოხდა.
როგორც სკოლის დირექტორმა “რეგიონულ კვირას განუცხადა,მეათე კლასელი გოგო იმ დროს მოიტაცეს,როცა სახლიდან 5 წუთის გამოსული იყო.
-“დილით ასე 9 იყო დაწყებული სახლიდან რომ გამოვიდა და მოიტაცეს. როგორც ვიცი ბიჭის ბიძამ საღამოს დააბრუნა ბავშვი სახლში,როცა გაიგო რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო “- განაცხადა დავით როსტომაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე -3 ნაწილთ დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები