ბათუმის მერიასთან აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავებსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა“ და მოძრაობა „გაბედეს” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ბათუმის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა იწყება. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიაში შესვლას მოითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს, რამაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. აქციის მონაწილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს „სირცხვილის კორიდორს“ უწყობენ. აქციის მონაწილეები, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მოითხოვენ. ისინი შენობასთან ტრანსფარანტებით დილიდან იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები