გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებლებს შეხვდა
სოფლის პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე ადგილობრივების მხრიდან 2020 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტები დასახელდა, რომელთა მოგცარებას სოფლის მოსახლეობის განმარტებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
,,დიცში, ქორდში, არბოსა და კვარხეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ვესწრებოდი. შეხვედრებზე გარდა 2020 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევისა, მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას ვპასუხობდით.
ადგილობრივებმა ქორდში არბოსა და კვარხეთში გარეგანათების მოწყობა, დიცში კი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილისა და ეზოს რეაბილიტაცია აირჩიეს”, -ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.
პროგრამის ფარგლებში დიცს – 20 000, ქორდს – 16 000, არბოსა და კვარხეთს კი 12 – 12 ათასი ლარი ერგო. თანხები სოფლებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნაწილდებათ.
სოფელი, სადაც ცხოვრობს 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ფინანსდება 10 000 ლარით. 12 000 ლარია გათვალიწინებული იმ სოფლებისთვის, რომლის მოსახლეობაც 200-დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი ერგო იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც 400-დან 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლები, რომლებიც 1000-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, 2020 წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ.
პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ჯამში 1 596 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 115 სოფელზე ნაწილდება. მათ შორის 79 – მა კონსულტაციების შედეგად ხმათა უმრავლეოსობით უკვე შეარჩია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტების სოფლებში 10 – დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.