კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კობი გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა. ერთი მგზავრი უვნებლად არის ამოყვანილი, ერთს კი მცირე დაზიანება აქვს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები