სოზარ სუბარი: ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ მგონია ოპოზიციაზე კარგად მეტყველებდეს
პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში – სოზარ სუბარმა ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული 6 ადამიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სუბარის თქმით ადგილზე სამძიმრის გამოცხადების გარდა საქმის ვითარებაში გასარკვევად ჩავიდა.
„უდიდესი ტრაგედია მოხდა ტკივილი არის ყველასთვის. ჩამოვედი უბრალოდ, რომ სამძიმარი ვუთხრა ოჯახის ახლობლებს. თან მინდოდა გავრკვეულიყავი რეალურად რა მოხდა. გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. დეტალებზე ახლა საუბარი იქნება ძალიან ძნელი,მერისგან რა ინფორმაციაც მივიღე მათ მიცემული ქონდათ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ორი სხვაფასხვა ოჯახის წევრები არიან და ორივეს მიცემული ქონდა საცხოვრებელი სახლი. რა მდგომარეობაიყო რა პირობებში იყვნენ, ამას უკვე გამოძიება გასცემს პასუხს. ან რატო იყვნენ ამ შენობაში გადმოსულები, სადაც ხანძარი მოხდა. ახლა პირველ რიგში უნდა დავუდგეთ გვერდთ ოჯახის წევრებს. გამოძიება ყველა კითვას გასცემს პასუხს.
რაც შეეხება სახელმწიფოსკენ ხელის გაშვერას, როდესაც ოჯახის წევრები და ახლობლები ამას იტყვიან ბუნებრივია, ასეთ დროს, ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს გადრა იმისა, რომ მათ გვერდით ვდგავართ. მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები იგივეს აკეთებენ, ასეთი ტრაგედიის გამოყენება მათი პოლიტიკური მიზმენისთვის არ მგონია რომ მათზე მეტყველებდეს კარგად“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ტრაგედია ბაღდათში გვიან ღამით მოხდა. 6 ადამიანი მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.