ვინ არის ყველაზე ძლიერი კავკასიაში – სამხედრო შესაძლებლობები Global Firepower Index-ის მიხედვით
Global Firepower Index-მა მსოფლიოს 138 ქვეყნის პოტენციური სამხედრო შესაძლებლობები შეაფასა.
2020 წლის რეიტინგში პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე რუსეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთი. რაც შეეხება კავკასიის რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგის მიხედვით სამრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალი აზერბაიჯანს აქვს,ამ ქვეყანამ Global Firepower Index-ის კლასიფიკაციაში 63-ე ადგილი დაიკავა.
მეორე საქართველოა, რომელიც მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის 93 -ე ადგილზეა. სომხეთს ამ რეიტინგში 112 ადგილი უკავია და სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით კავკასიაში ბოლოადგილზეა.
Global Firepower-ის სპეციალისტები კონკრეტული ქვეყნის საბრძოლო პოტენციალის დასადგენად დაახლოებით 50 ცალკეული ფაქტორს და ინდიკატორს ადარებენ. კერძოდ, მხედველობაში მიიღება საავიაციო, ჯავშანტექნიკის, საზღვაო ძალების ხარისხი,რაოდენობა და შესაძლებლობები. აგრეთვე ითვალისწინებენ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, სამუშაო ძალის და კადრების, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო ბიუჯეტის ზომას, საგარეო ვალს, ქვეყნის სავალუტო რეზერვებს ს და ვალუტის „მსყიდველუნარიანობას“.