დუშეთის მერმა ხორხის ხეობის მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხორხის ხეობის მოსახლეობას შეხვდა და დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიები გააცნო.
ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით გააკეთეს არჩევანი თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა: სოფელ ლაუშაში პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა დასახელდა, ქვემო ხორხში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მენესოში – მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა, ზემო ხორხში დაზიანებული გზის კეთილმოწყობა, ხოლო სონდისველასა და ბზიკურთკარის მაცხოვრებლებმა თანხის გაერთიანებით მდინარე ხორხულაზე ხიდის აშენება გადაწყვიტეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 18 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით იმართება და ყველა სოფელს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები