ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალში, ბრილში, დუმაცხოვში, ახალუბანში, ქინძათსა და მცხეთიჯვარში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უმეტესობამ ალში მოსაცდელებისა და გარე განათების მოწყობა დასახა პრიორიტეტად, ბრილში და ახალუბანში-ატრაქციონების მოწყობა, დუმაცხოვში-თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია, ქინძათში – სასაფლაომდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება, მცხეთიჯვარში კი – სოფლის უბნებს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.