ლენტეხში ინტენსიურად თოვს – მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგია რამდენიმე საათში აღდგება
მეორე დღეა ინტენსიურად თოვს ლენტეხსა და მის მიმდებარე სოფლებში. თოვლის საფარი დაახლოებით 60-70 სანტიმეტრია. მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის, არ მიეწოდება ელექტროენერგია. “რეგიონული კვირა” ლენტეხის მერს, ბადრი ლიპარტელიანს დაუკავშირდა. მერის ინფორმაციით, თოვა გუშინ საღამოს, 7 საათზე დაიწყო და ამ დრომდე ინტენსიურად თოვს.
“დაწყებული გვაქვს გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში, იწმინდება ჩოლურის, ხელედის, წანაშის, ფაყის შილასასოფლო გზები, მობილიზებულია გამწმენდი ტექნიკა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ იწმინდება ცაგკრი-ლენტეხი-ლასტილის გზა, ელექტროენერგია ამ ეტაპისთვის არ მოგვეწოდება, მაგრამ გვპირდებიან შუადღისთვის, რომ აღდგება, მუნიციპალიტეტს მიეწოდება სასმელი წყალი. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება”- განაცხადა ლენტეხის მერმა.