ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშოები ვიცე მერმა მოინახულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება  მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის ვიცე-მერის ინფორმაციით, ჭითაწყარში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯამში რეაბილიტირდა 1900 მეტრი გზა. მოეწყო სანიაღვრე არხები.
„აქტიურად მიმდინარეობს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს, როგორც გზის საფარის რეაბილიტაცია ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა, ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 400 000 ლარამდე იხარჯება“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.
პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა და ის რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები