ასპინძაში ადგილობრივებმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, საერთო კრება  ოშორაში, იდუმალასა და რუსთავში გაიმართა.
შეხვედრას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი – როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – მამუკა მელიქიძე, მერის მოადგილე – ლევან ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ სოფლის საჭიროებიდან გამომდინარე პრიორიტეტული პროექტები შეირჩა.
სოფელი ოშორაში პრიორიტეტულ საკითად სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია დასახელდა. რაც შეეხება იდუმალას აქ სასმელი წყლისა და სარწყავი არხების რეაბილიტაცია დაიგეგმა.
სოფელი რუსთავიში სარწყავ არხებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები