ხულოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს მოქმედი სოციალური პროგრამები

ხულოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს სხვადასხვა სოციალური პროგრამა მოქმედებს.
მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა; სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა; მრავალშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამ­დე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება; დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური მატერიალური დახმარება; ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მატერიალური დახმარება; ონკოლოგიური დაავადებების, მძიმე ტრამვული დაზიანებების და ოპერაციული მკურნალობის მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება; მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავებისთვის თუნუქის ფურცლების შეძენა; მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდით მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები