ხობში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

„ხობში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“ – ამის შესახებ ქუთაისის, ინტრევენციული მედიცინის ცენტრის ექიმმა გიგა სულაბერიძემ განაცხადა. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს თავის არეში მრავლობითი დაზიანება აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„გადმოცემით, პაციენტზე თავდასხმას ქონდა ადგილი. ჩატარებული კვლევებით დადგინა ქალატვინის მძიმე ტრავმა. ტრავმული ინტრაცერებლური სისხლჩაქცევა. ქალაფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმედ, არის მართვით სუნთქვაზე”-განაცხადა გიგა სულაბერიძემ. შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მაშინ, როცა დაჭრაში ბრალდებული პირი გაქცევას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც 77 წლის ქალბატონი დახვდა და მასაც ბლაგვი საგნით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძება სსკ-ის 19, 108-ე მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები