“ბატონი არჩილ ჯაფარიძის საუბარს გულახდილობა და კეთილი დამოკიდებულება ახლდა” – პოეტი რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორზე

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე რეგიონში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას სოციალური ქსელით, პოეტი ანა ერისთავი გამოეხმაურა.
ერისთავი წერს, რომ სასიხარულოა, როდესაც მხარის რწმუნებული დიდ შრომას და ენერგიას დებს რეგიონის განვითარებისთვის.

“ბატონი არჩილ ჯაფარიძის საუბარს, გულახდილობა და კეთილი დამოკიდებულება ახლდა, დავინახეთ ხელმძღვანელი, რომელიც სირთულეებს იცნობს ღრმად, ცდილობს მაღალ დონეზე აიყვანოს სულიერი ცხოვრება რეგიონში და რეალურად აქციოს ის სამომავლო პერსტექტივები, რომელთა განხორციელებაში, ჩართული იქნება თითოეული ჩვენთაგანი, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი იქნება მიმართული იმასაკენ, რომ საინტერესოდ განვითარდეს მომავალი ცხოვრება რეგიონში, რომ დაფასდეს ადამიანთა ღვაწლი და ქვეყნის განვითარება კიდევ უფრო მძლავრად წარიმართოს, ყველა ოჯახმა იგრძნოს სიკეთე. შეხვედრა იმედის მომცემი გახლათ, სასიხარულია, როდესაც მხარის გუბერნატორი, დიდი შრომითი გამოცდილებითა და ღრმა ინტელექტით,საქვეყნო საქმის კეთების სურვილით, ასე ფიქრობს, ასე მოქმედებს, ასე გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი კუთხე და სრულიად საქართველო”,- წერს პოეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები