შსს: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.