“ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო” – რა დეტალებს ყვება ოჯახი სტუმრის მიერ მასპინძლის დაჭრის ფაქტზე (ვიდეო)
ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველ მაისში სტუმრის მიერ მასპინძლის დაჭრის ფაქტზე, რის შემდეგადაც დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, პირველი კომენტარი ოჯახის წვერებმა და მეზობლებმა გააკეთეს.
როგორც „რეგიონულმა კვირამ“ გაარკვია, რომ ინციდენტში მონაწილე 22 წლის მამაკაცი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და იგი მკურნალობისთვის შესაბამისად, ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც იღებდა.
ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაცვლილი მამაკაცის დედის, ელენე ყორშიას თქმით, მისი დის შვილიშვილი თბილისში ცხოვრობდა თუმცა ხობში, სტუმრად იმყოფებოდა, რადგან ის საჭიროებდა ფსიქიატრის დახმარებას, ხოლო ორი დღის შემდეგ იგი ექიმთან თავად უნდა წაეყვანა მისი დის თხოვნით, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება.
მომხდარით, გაოგნებულები არიან მეზობლები. მათ მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
შეგახსენებთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მაშინ, როცა დაჭრაში ბრალდებული პირი გაქცევას ცდილობდა, მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა და მასაც სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძება სსკ-ის 19,108-ე მუხლით აღიძრა.