ქედაში ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
დაბა ქედაში, ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, როლანდ ბერიძემ ,,რეგიონულ კვირას” განუცხადა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დღის ბოლომდე აღდგება. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.