რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ჩინეთში

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ ჩინეთში $227.6 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა. ხოლო იმპორტმა 858.6 მლნ დოლარი შეადგინა.

რას ყიდის საქართველო ჩინეთში – 10 მთავარი საექსპორტო პროდუქცია

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $172.2 მლნ;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები – $18.8 მლნ;
3. მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – $12.9 მლნ;
4. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $5.7 მლნ;
5. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – $3.6 მლნ;
6. თხილი და სხვა კაკალი – $3.4 მლნ;
7. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული – $2.7 მლნ;
8. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები – $2.02 მლნ;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი, 100% სპირტი) – $839.7 ათასი;
10. ალუმინი დაუმუშავებელი – $779,1 ათასი.

რას ყიდულობს საქართველო ჩინეთიდან – 10 მთავარი საიმპორტო პროდუქცია

1.ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 30,886 მლნ დოლარი
2.მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 22,071 მლნ დოლარი
3.რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – 21,721 მლნ დოლარი
4.აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის – 21,327 მლნ დოლარი
5.გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 21,146 მლნ დოლარი
6.ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები – 18,753 მლნ დოლარი
7.პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით – 18,030 მლნ დოლარი
8.ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები – 14,844 მლნ დოლარი
9.ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 13,906 მლნ დოლარი
10.სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით – 13,846 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ,რომ 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი – 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8%-ით ნაკლები).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები