ჩინელი მედდა: კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი 90 ათასს შეადგენს
ჩინეთის ქალაქ უხანში, მომაკვდინებელი კორონავირუსით 90 ათასი ადამიანია დაავადებული, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამება.
ამის შესახებ უხანის ერთ-ერთი საავადმყოფოს მედდამ, ცინ ხუმ, სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, ქალს არ უთქვამს საიდან აქვს მსგავსი ინფორმაცია, არც რაიმე დამადასტურებელი წარუდგენია.
მანამდე, ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრმა მა სიავეიმ, განაცხადა, რომ ახალ ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია შეზღუდულია, სი ძინპინმა კი, ქვეყანაში არსებულ „მძიმე მდგომარეობაზე“ ისაუბრა.
უკანასკნელი მონაცემით, დაღუპულთა რიცხვმა 57-ს მიაღწია, 2 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული.
დღეს, ჩინეთში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს არდან გებრეისუსი ჩავა, სადაც ჩინეთის ხელისუფლებას და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდება.