„ჩემი გზავნილი – სიმშვიდე და ფერებია“…

სურამში გაატარა ბავშვობა. სკოლაში მათემატიკა უყვარდა, მაგრამ მუსიკის და, კერძოდ, ფორტეპიანოს სიყვარულმა თავისი გაიტანა და  მედეა ფანიაშვილის სახელობის სამუსიკო პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა, ხატვით კი ბოლო სამი წელია, ხატავს…
26 იანვარს, მაგთიკლუბში“ დაგეგმილ პერსონალურ გამოფენაზე 25 ახალ ნამუშევარს წარუდგენს საზოგადოებას. ამბობს, რომ მისი გზავნილია სიმშვიდე და ფერები. – თამარ ნოზაძის პერსონა.

–  ბავშვობიდან რა დამამახსოვრდა? ბავშვობა ერთადერთი და დაუვიწყარია მთლიანად… განსხვავებულად ლამაზია სურამი. ბავშვობა სურამში გავატარე, სკოლაც სურამში დავამთავრე. დედა პედაგოგია, მათემატიკას ასწავლიდა 2019 წლის ჩათვლით, მამა – ეკონომისტი. ამჟამად დედ-მამა, ასე ვთქვათ, სახლის საქმეებით არის დაკავებული.
სკოლა…
– თითქმის ერთნაირად მიყვარდა ყველა საგანი, შეიძლება უფრო გამოვყო მათემატიკის სიყვარული, უფრო მეადვილებოდა. ჩემი დიდი შენაძენი სკოლის მეგობრები არიან და დღემდე ერთად მოვდივართ.
დაამთავრეთ მედეა ფანიაშვილის სახელობის სამუსიკო პედაგოგიური ინსტიტუტი, ფორტეპიანოს პედაგოგის, კონცერტმეისტერის, კამერული ანსამბლის პედაგოგის კვალიფიკაციით...
– მუსიკის შესწავლა, კერძოდ, ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვობიდან დავიწყე და შემიყვარდა კიდეც იმდენად, რომ ჩემს სპეციალობად გადავაქციე.
სამი წელია ხატავთ. როგორ დაიწყეთ ხატვა და პირველი ნამუშევრები
– კი, სამი წელია ვხატავ, პირველი ნამუშევრები შეიქმნა სულმოუთქმელად, როგორც წყალს ეწაფება მწყურვალი….
ორიგინალური ფორმით გადმოსცემ სათქმელს. როდის ხატავთ?
– უმეტესად ღამით ვხატავ, როცა ირგვლივ ღამის სიმშვიდეა…
მაგთიკლუბშიდაგეგმილ გამოფენაზე 25 ახალ ნამუშევარს გაიტანთ.  რა არის თქვენი გზავნილი?
– გამოფენისთვის შევარჩიე ის ნამუშევრები, რომლებიც ყველაზე მეტად საინტერესოდ და ადვილად აღსაქმელად მიმაჩნია მნახველისთვის.
ჩემი გზავნილია სიმშვიდე და ფერები.
ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალისტი მუშაობთ ოფისმენეჯერად. და ხელოვნებას? როგორ უთავსებთ?
– დიახ, მეორე სპეციალობაც შევიძინე და ამჟამად ვმუშაობ ოფისმენეჯერად. როგორ ვუთავსებ? მიჭირს… მაგრამ მაინც არ ვნებდები…
ჰობი
– მუსიკა…
რაზე მუშაობთ?
–  ვმუშაობ ნახატზე, რომელსაც ალბათ დავარქმევ „წვეთებს“ (ნახატებს ხშირად არ ვარქმევ სახელებს)…
როგორ უნდა მოახერხოს შემოქმედმა, რომ იყოს თავისთავადი და არავის არ ჰგავდეს?
– ბევრი ხატავს, მაგრამ მოხერხებაც სწორედ იქ ინება, ვინც თვის სათქმელს მოხერხებულად და მოხდენილად გამოხატავს, მნახველისთვის მარტივად აღსაქმელად, მე ამას ვცდილობ…
სამომავლო გეგმები...
– სამომავლოდ მეტ  დროს ხატვას და მოგზაურობას დავუთმობ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები