მალხაზ მაჩალიკაშვილი: ჩავაფურთხე ამათ სულში, მთელი სახელმწიფო ერთი ადამიანის წინააღმდეგ იბრძვის

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ საპროტესტო ბანერის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მას მრავალთვიანი საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის წინ კარავთან ერთად ედგა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მთელი სახელმწიფო ერთი ადამიანის წინააღმდეგ იბრძვის.

“მე ველოდები ამათგან ბანერის დაბრუნებას. ბანერია წაღებული, კადრები გადაყრილია. თუ მომიტანენ ბანერს დავდგამ, თუ არადა მომიწევს ისევ გავამზადებინო. ეს პირდაპირ ადამიანების უფლების უხეშად დარღვევაა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, იმ ადამიანების დაბლოკვა და განადგურებაა, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის და ვინც ამათ წინააღმდეგ გამოდის. ჩავაფურთხე ამათ სულში. მთელი სახელმწიფო იბრძვის ერთი ადამიანის წინააღმდეგ,” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რკინის ჯებირებითა და მწვანე ღობით შემოღობა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები