ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლენინის პორტრეტი გადასცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს, ლენინის პორტრეტი გადასცა.

მისი თქმით, საბჭომ შეარჩია მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც ლიდერად ლენინს მიიჩნევს.

„სიმბოლო ამ პროცესისა, არის ადამიანი რომელმაც მიიღო 10 ხმა, საუბარია თეა ძიმისტარაშვილზე, როდესაც 14 აგვისტოს ვკითხე, მისი გაგებით, ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც კოსტავა, არც გამსახურდია, არც თამარ მეფე, არც აღმაშენებელი. მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პორტრეტის ასლს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესაც გაუგზავნის, რომელიც მოსამართლეების არჩევის პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენად დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები