არჩილ თალაკვაძე: დიდი ღვაწლი ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება.

თალაკვაძის თქმით, დიდი ღვაწლი, დიდი სამსახური ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა.

“დიდი ღვაწლი, დიდი სამსახური ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა. სახეზეა ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რწმენაში დაბრუნება, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მხარდაჭერა, უძველესი ქართული საგალობლების აღდგენა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის დაბრუნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები