გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა(ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები