დავით ზალკალიანი ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი “კიორბერის ფონდის” რიგით მეცხრე, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა.

საპანელო დისკუსიაზე, რომელშიც ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დავით ზალკალიანი, საქართველოში კონფლიქტების გადაწყვეტისა და ამ მიმართებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვისათვის. მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები როგორც გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები