სამხარაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება; როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესა და რეალობასთან კავშირი არ აქვს
“ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესა და რეალობასთან კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ასეთივე წარმატებით მათ შეიძლება, ძველი საბჭოთა საქართველოს ხელისუფლები აღიარონ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტებად“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.