ირაკლი შიოლაშვილი: ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება

ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა, ირაკლი შიოლაშვილმა ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
შიოლაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო.
“იყო შეხვედრა და შევთანხმდით საკითხებზე. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გამოვა ეს საკითხი და ამის შემდეგ გაკეთდება დამატებითი განცხადებები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა აკაკი ზოიძე. განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა. თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა“,- განაცხადა შიოლაშვილმა.
უმრავლესობის სხდომა ხვალ, 10:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები