“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებს ხვდებიან.
შეხვედრას პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
შეხვედრაზე პარლამენტის “ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის” თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომელიც საარჩევნო სისტემაზე პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აპირებს, რომ პარტიის ლიდერებს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა გააცნოს.
“საკითხები ბევრია განსახილველი, ძირითადად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. კარგად იცით, რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის. განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერებს. უმრავლესობაშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. აკაკი ზოიძემ წამოჭრა რეფერენდუმის თუ პლებისციტის საკითხი. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგება დღეს შეხვედრა უმრავლესობის ლიდერებთან. როგორც ვიცი, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
აკაკი ზოიძის ინიციატივა, მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა, რომ ის მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას და ჩვენ ვთავაზობთ სრულად მაჟორიტარულს, ამ ორ განსხვავებულ პოზიციას აქვს ერთი საერთო, რომ მანაც შემოგვთავაზა ის რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რომ ვკითხოთ პირველ რიგში ხალხს”,- განმარტა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები