ზაალ უდუმაშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სასწავლებლად წამოსული სტუდენტების შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებების გატარებასთან და სკოლებში ქართული ენის შეწყვეტასთან დაკავშირებით გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი კლანჭების გამოჩენას ცდილობს.
“საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთი ცდილობს, რომ თავისი კლანჭები გამოაჩინოს, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად იმუშაოს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვა არ არის მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის ბრალი, არამედ ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უფლებები დაიცვას”,- განმარტა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “აფხაზეთიდან თბილისში სასწავლებლად წამოსული სტუდენტების შესაჩერებლად ქმედით ღონისძიებებს გაატარებენ – ასეთ სტუდენტებს აფხაზეთში ცხოვრების უფლებას ჩამოართმევენ. მისივე თქმით, სკოლებში ქართული ენის სწავლება შეწყდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები