მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს

მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს.
აქტივისტებმა თავდაპირველად რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების შუამავალი რგოლი იყოს.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომებს ადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები