ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ათონელზე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან იკრიბებიან

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ათონელზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან იკრიბებიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების შუამავალი რგოლი იყოს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები რეზიდენციის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომს დაადებენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომებს ადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები