შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ღობეს ბოქლომი ვერ დაადო
შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის საზაფხულო რეზიდენციასთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა – “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის ლიდერი ბონდო თედორაძე ბიძინა ივანიშვილის სახლის ღობეზე სიმბოლურად ბოქლომის დადებას შეეცადა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.