ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში – მსუბუქი ავტომობოლი ფეხით მოსიარულე 16 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.