“სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა” – მარნეულის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამთავრობო პროექტ “ღია შეხვედრების” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანთან ერთად მარნეულის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას იმ პროექტების შესახებაც ესაუბრა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია.
შეხვედრაზე მთავარ პრობლემად მოსახლეობამ გარე განათებებისა და სპორტული მოედნების საკითხი წამოჭრა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, 2020 წლის ბიუჯეტში აღნიშნული საკითხები უკვე გათვალისწინებულია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ნავერიანმა “რეგიონულ კვირასთან” სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე ინტენსიური სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.
“დღესდღეობით მთავარი პრობლემა ისევ და ისევ არის სასმელი წყლის მიწოდება. 2020 წელს დავიწყებთ ამ საქმეზე ინტენსიურ სამუშაოებს, რათა მოსახლეობამ მოახერხოს სასმელი წყლის მიღება 24 საათის განმავლობაში”,- განაცხადა მამუკა ნავერიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები