ცაიშში მკვლელობაში დადანაშაულებულმა შვილმა მამის საფლავი გახსნა – “ყველას მოვთხოვ პასუხს, სიმართლეს დავამტკიცებ”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მკვიდრი რამაზ ხუხუა, რომელსაც ბიძა მამის მკვლელობაში ადანაშაულებს, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას აპირებს.

“სიმართლე მინდა დავამტკიცო და ყველას მოვთხოვ პასუხს“, – ამბობს გარდაცვლილის შვილი.

ხუხუას მამა, 63 წლის რევაზ ხუხუა სამი წლის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვლილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თერმულ წყლებში დამხრჩვალი იპოვეს.

დღეს, ცაიშის სასაფლაოზე, შვილის მოთხოვნით, საფლავი გახსნეს და გვამის ექსჰუმაცია მოხდა. გარდაცვლილის შვილს იმედი აქვს, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მისი უდანაშულობის შესახებ სიმართლე გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები