გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს
2019 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია, ცენტრალური ხელისუფლებიდან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საჯარო სკოლების დირექტორებსა და საგანმანათლერბლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს და 2020 წლისათვის შესარჩევ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
“ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, მალხაზ ლალებაშვილმა დირექტორებისგან დეტალურად მიიღო იმ საკითხების ჩამონათვალი , რაც ამ დროისთვის სკოლებში პრობლემას წარმოადგენს. 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 516 739 ლარის ღირებულების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 საჯარო უკვე სკოლაში ჩაატარა. ამ დროისთვის სკოლებში სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია”,- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.