სოფელ ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, კახა ღლონტმა მშენებელი კომპანიის სს”იმერის” დირექტორთან და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსთან, ჯაბა ბერაძესთან ერთად , მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ადგილზე დაათვალიერა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტი და აღნიშნეს, რომ სკოლამდელი დაწესებულების ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა ვერტყვიჭალაში ოქტომბრის ბოლოს აქტიურ ფაზაში შევა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარზე მეტია.