“პრემიერის უშუალო დავალებით მოვიდნენ და მივიღეთ მხარდაჭერა” – დადიანების მუზეუმის თანამშრომლები აღარ გაიფიცებიან

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდნენ. მუზეუმის თანამშრომლებმა  სამინისტროს წარმომადგენლებს თავისი პრობლემები ადგილზე გააცნეს და მათგან დახმარების პირობაც მიიღეს.
როგორც მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ელზა ზოდელავამ “რეგიონულ კვირას“ განუცხადა, კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება აისახოს.
„მუზეუმში, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, ჩამოსული იყვნენ კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თეა ონიანი და კულტურის მინისტრის მოადგილე, ბადრი მაისურაძე. ისინი კი არ შეგვპირდნენ რამეს არამედ, პრემიერის უშუალო დავალებით მოვიდნენ და მივიღეთ მხარდაჭერა. გვითხრეს, რომ მთავრობამ უნდა მოიძიოს დამატებითი სახსრები. მთავარია, რომ დაიძრა პროცესი და მიდის მუშაობა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე 150 დეპუტატთან, გავაგზავნეთ წერილები და მხარდაჭერა ვთხოვეთ, რათა მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩვენი საკითხი დადებითად გადაწყდეს“,- განაცხადა ელზა ზოდელავამ.
მუზეუმმა კულტურის სამინისტროსგან წერილი 24 ოქტომბერს მიიღო. მასში საუბარი გარდა იმისა, რომ მუშაობდნენ საკითხზე, შეეხებოდა დაფინანსების კერძო სექტორისგან მიღების საჭიროებაზე და დამატებითი შემოსავლების გაჩენის აუცილებლობაზე, რაც საბოლოოდ ხელფასების ზრდაზე უნდა ასახულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები