ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულის მდგომარეობა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.
თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 მილიონი ლარი გამოეყო, მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი იქნა 114 ინფრასტრუქტურული ღონისძიება, ამ დროისათვის, 88 ღონისძიება უკვე დასრულებულია, 20 ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიმდინარეობს სამუშაოები, დარჩენილ 6 ღონისძიებაზე კი გამოცხადებულია ტენდერი.
თათბირს მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე და მოადგილე ასლან შაინიძე ესწრებოდნენ